განცხადებები და ანონსები

მასტერკლასი: კარიერული განვითარება ახალბედობიდან - ექსპერტობამდე

23 მაისი 2022

25 მაისს, 16:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს უფასო მასტერკლასს ,,კარიერული განვითარება ახალბედობიდან - ექსპერტობამდე".

  • როგორ დაგეგმო საკუთარი კარიერა და მაქსიმალურად სწრაფად ჩამოყალიბდე პროფესიონალად არჩეულ სფეროში;
  • რა ნაბიჯებია საჭირო, რომ საკუთარი პერსონალური ბრენდი გაააქტიურო;
  • საიდან მოიზიდო კლიენტები და როგორ შექმნა მომხმარებლის უწყვეტი ნაკადი;
  • გაიგო კიდევ უფრო მეტი კარიერულ განვითარებაზე და გამოიყენო თანამედროვე ინსტრუმენტები სწრაფი ზრდისთვის.

მოწვეული სპიკერი - მერი ტარიელაშვილი, კარიერული განვითარების ექსპერტი; კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 15-მდე ონლაინ პროგრამის ავტორი.