განცხადებები და ანონსები

მასტერკლასი: ბიზნეს შესაძლებლობები და სწორი კომუნიკაცია ჩინურ ბაზარზე

10 თებერვალი 2023

2023 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ მასტერკლასზე საქმიანი ადამიანებისთვის: ,,ბიზნეს შესაძლებლობები და სწორი კომუნიკაცია ჩინურ ბაზარზე.

მასტერკლასს გაუძღვებიან დარგის ექსპერტი სპიკერები:

  • ელი ელისაშვილი - GTUNI-ს კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • ბექარ მიქაბერიძე - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი.

მიუხედავად იმისა, ბაზრის გამოცდილი მოთამაშე ხართ თუ ახლა იწყებთ ბიზნეს საქმიანობას, ეს შეხვედრა თქვენთვის არის.

დასწრება თავისუფალია!


რეგისტრაციისთვის შეავსეთ მარტივი ფორმა: https://bit.ly/3XtOkXe