განცხადებები და ანონსები

მარიკა შალიკაშვილი: კულტურის პრობლემატიკა სატელევიზიო სივრცეში

9 დეკემბერი 2019

2019 წლის 13 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ მარიკა შალიკაშვილთან.

შეხვედრის თემაა „კულტურის პრობლემატიკა სატელევიზიო სივრცეში“.

დასაწყისი: 12:00 საათი.

შეხვედრა გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).