განცხადებები და ანონსები

მაკო გაგნიძე: აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში

15 იანვარი 2020

2020 წლის 16 იანვარს 12:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე ჩაატარებს ვორქშოფს სახელწოდებით: „აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში“.

ვორქშოპზე განიხილება ისეთი თემები როგორიცაა:

  • აუტიზმის სპექტრის აშლილობა;
  • რისკ-ფაქტორები, სტატისტიკა და სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის, მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, კომპეტენცია და ფუნქცია, დიაგნოსტიკური შეფასება;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა განვითარების თავისებურებანი;
  • პრენატალური განვითარება;
  • ,,წითელი დროშები”;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში(დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი);
  • ABA თერაპია;
  • პრაქტიკული სამუშაო/ქეისების განხილვა.
ვორქშოპი ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).