განცხადებები და ანონსები

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

10 მარტი 2021
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამების გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაუსვათ შეკითხვები სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესი კითხვებზე.

შაბათს, 13 მარტს, 12:00 საათზე წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამას:
- მასობრივი კომუნიკაცია

შაბათს, 13 მარტს, 18:00 საათზე წარმოგიდგენთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- საბანკო საქმე

კვირას, 14 მარტს, 18:00 საათზე წარმოგიდგენთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
- კერძო სამართლი
- სისხლის სამართლი

არ გამოტოვოთ და მიიღეთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრა ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია შესაბამისი პროგრამის არჩევით:

მასობრივი კომუნიკაცია -

კერძო სამართალი/სისხლის სამართალი -
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი/ საბანკო საქმე -
შეხვედრაზე დასწრებისათვის საჭირო ინფორმაციას დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ელ. ფოსტის საშუალებით.