განცხადებები და ანონსები

ლექცია თემაზე: როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს სტრესული ფიქრებისაგან გათავისუფლებაში

30 ნოემბერი 2018

2018 წლის 5 დეკემბერს, 12:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუმარია ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თინათინ ბასილაია.

ლექციის თემაა: „როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს სტრესული ფიქრებისაგან გათავისუფლებაში“.

ლექცია გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის კაბინეტში (მეორე სართული).

დასწრება თავისუფალია.