განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ზამთრის უნივერსიადა 2019 იწყება

13 თებერვალი 2019

2019 წლის 24-26 თებერვალს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში ატარებს "ზამთრის უნივერსიადა 2019"-ს.

უნივერსიადა ჩატარდება შემდეგ სახეობებში:

  • სათხილამურო კროსი და გიგანტური სლალომი (თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან 2 გოგონა და 2 ვაჟი);
  • სნოუბორდ კროსი (თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან 4 ვაჟი).

ზამთრის უნივერსიადაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილებას ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

რეგისტრაცია დასრულდება 20 თებერვალს.