განცხადებები და ანონსები

ყურადღება: უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორის ლექციათა ციკლი იწყება

6 ნოემბერი 2017

2017 წლის 13-17 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გერმანელი პროფესორი რაინჰარდ პაულინგი ჩაატარებს ლექციების პირველ ციკლს.

ლექციის თემაა: "ევროკავშირის სამართალი".


ლექციების დასაწყისი: 14:00 საათი, სასემინარო მუშაობის კაბინეტი (მცირე სათათბირო ოთახი).

ლექციაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში 2017 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: საერთაშორისო ურთერთობების განყოფილება, მეორე სართული. პროფ. ინგა დიაკონიძე