განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება შიდა საუნივერსიტეტო ვიდეო სიუჟეტების კონკურსი

5 მარტი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო კონკურსს.

გადაიღეთ საინტერესო, სახალისო ან აქტუალურ თემაზე ვიდეო სიუჟეტი, იყავით ორიგინალურები და მოიგეთ თქვენთვის განკუთვნილი წამახალისებელი პრიზები!

კონკურსის პირობები:

  • მონაწილის სტატუსი - გთუნი-ს სტუდენტი;
  • რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადი უნდა გაიგზავნოს კონკურსის ელექტრონულ მისამართზე konkursi@gtuni.edu.ge ან მიმართონ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას.
  • ნამუშევრების ქრონომეტრაჟი არაუმეტეს - 3 წუთი;
  • კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა დამზადებული ვიდეო სიუჟეტი შეუძლიათ წარმოადგინონ დისკის/მეხსიერების ბარათის სახით;
  • ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება გთუნი-ს Facebook-ის გვერდზე სპეციალურად შექმნილ საკონკურსო ვიდეო გალერეაში;
  • ყველა ნამუშევრის საავტორო უფლება დაცული იქნება გთუნის საიტის ადმინისტრაციის მიერ;
  • რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 მარტი.

გვეყოლება 2 გამარჯვებული:

➡️ფეისბუქ გვერდის სიმპათია - გამოვლინდება ლაიქების საშუალებით

➡️ჟიურის სიმპათია - შეარჩევს კომპეტენტური ჟიური.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.