განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

16 თებერვალი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

  • სამართლის ფაკულტეტი - 1 სტუდენტი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2 სტუდენტი;
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 სტუდენტი.

რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.

მსურველებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარმოუდგინონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობა;
  • განცხადება ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • სამოტივაციო წერილი.

წინასაარჩევნო აგიტაცია და პროპაგანდა იწარმოებს 2015 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტამდე.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 11 მარტს.

საბუთების მიღება იწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.