განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება შიდა მობილობა

31 ივლისი 2023

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს შიდა მობილობას.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება(მენეჯმენტი, მარკეტინგი);
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • მასობრივი კომუნიკაცია;
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

დოკუმენტების მიღება განხორციელდება 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

შიდა მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან(დამოწმებული დეკანის ხელმოწერით);\
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.