განცხადებები და ანონსები

ყურადღება, ცხადდება შიდა მობილობა!

17 ივლისი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია

სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

  • სამართალი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.


ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
  • ტურიზმი.

მობილობის მსურბელებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დიკუმენტაცია:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის მოწმობის ასლი.

დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს 2017 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

კრედიტების აღიარება: 6-7 სექტემბერი.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 66 23 41

ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge