განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება შიდა მობილობა!

15 იანვარი 2016

გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობას ბაკალავრიატის/მაგისტრატურის შემდეგ საგანმანათლებლო პროჰრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
  • ტურიზმი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • რეკრეაციული ტურიზმი.

სამართლის ფაკულტეტი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო/ბიზნეს სამართალი.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია.

მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი.

საბუთების მიღება იწარმოებს: 2016 წლის 26 იანვრიდან 9 თებერვლამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.


ბრძანება N 01-01/01