განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება რიგგარეშე მობილობა

3 დეკემბერი 2021

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას სისხლის სამართლის სამაგისტრო საგანმანათებლო პროგრამაზე.

სტუდენტის უნივერსიტეტში ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2021 წლის 01 დეკემბრიდან - 07 დეკემბრის ჩათვლით;

მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

- განცხადება (რექტორის სახელზე);

- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- პირადობის მოწმობის ასლი;

-სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა

ფორმის შესავსებად აუცილებელია: 1:მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შევსებამდე შედით თქვენს მეილზე.

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განაცხადის ნიმუში.