განცხადებები და ანონსები

ყურადღება, ცხადდება რიგგარეშე მობილობა

10 სექტემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწ/წ შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობას:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები) - 10 ადგილი;
  • ტურიზმი - 10 ადგილი;
  • ჟურნალისტიკა - 4 ადგილი;
  • ფსიქოლოგია - 7 ადგილი.

სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი - 10 ადგილი.

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადები:

  • სტუდენტის რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - 2018 წ. 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით;
  • რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2018 წლის 21 - სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით
  • სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2018 წლის 2 ოქტომბერი.

მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან/და პასპორტის ასლი;
  • 2 ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);
  • სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვის მოწმობის ასლი;
  • სწავლის ქირის ¼ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ბანკი თიბისი).