განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად

5 თებერვალი 2020

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.


თურქეთის მთავრობა 2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ონლაინ ვებ გვერდის საშუალებით https://turkiyeburslari.gov.tr/en მ/წ 20 თებერვლამდე.