განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება ღია კონკურსი გაცვლით პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის!

16 ოქტომბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) სასწავლებლად.

კონკურსზე დაიშვებიან 2-4 კურსის სტუდნეტები.

მსურველებს ვთხოვთ, რეგისტრაცია გაიარონ ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე.

კონკურსანტებს მოეთხოვებათ:

1. ტესტირება ინგლისურ ენაში;

2. ზეპირი გასაუბრება.

კონკურსი შედგება 2018 წლის 18 ოქტომბერს 13.00 საათზე გთუნის კომპიუტერულ ცენტრში.

პროექტის პარტნიორები არიან ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.