განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე

24 ნოემბერი 2021

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე.

აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობზე

  • პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორის - 3 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასისტენტის - 2 ვაკანსია

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობზე

  • ასოცირებული პროფესორის - 7 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორის - 4 ვაკანსია
  • ასისტენტის - 4 ვაკანსია

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპი­: საბუთების გადარჩევა­ ჩატარდება 2022 წლის 11-12 იანვარს.

კონკურსის მეორე ეტაპი: ­საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ჩატარდება 2022 წლის 17-18 იანვარს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).

კონკურსგავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2022 წლის 20 იანვარს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება - 2022 წლის 24, 25, 26 იანვარი.

სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2022 წლის 27 იანვარს.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 28 იანვარს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ


განცხადება

კონკურსანტის ანკეტა