განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

20 ივლისი 2016

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ ფაკულტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
  • ტურიზმი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • რეკრეაციული ტურიზმი.

სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • მასობრივი კომუნიკაცია

დოკუმენტების მიღება: 2016 წლის 2 სექტემბერი - 8 სექტემბერი.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).