განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

20 ივლისი 2016

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობას შემდეგ ფაკულტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
  • ტურიზმი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • რეკრეაციული ტურიზმი .

სამართლის ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სამართალი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • სისხლის სამართლის სპეციალობა;
  • კერძო სამართლის სპეციალობა;

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია.

დოკუმენტების მიღება: 2016 წლის 2 სექტემბრიდან 2016 წლის 7 სექტემბრამდე.

კრედიტების აღიარება: 5-7 სექტემბერი;

გადაყვანის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება: 9 სექტემბერი.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი.