განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ტარდება სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში

13 თებერვალი 2018

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინინისტროს მხარდაჭრით, მიმდინარე წლის 21-23 თებერვალს საბილიარდო კლუბ „რიო“-ში ატარებს სტუდენტურ ჩემპიონატს ბილიარდში.

ტურნირში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტიდან არაუმეტეს 4 ვაჟსა და 4 გოგონას.

რეგისტრაციის მსურველებმა მიმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი.