განცხადებები და ანონსები

ყურადღება: სტუდენტური ფესტივალი 2019 იწყება

6 მაისი 2019

2019 წლის 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის ტარდება „სტუდენტური ფესტივალი 2019“.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასობრივი სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები.

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სტუდენტთა კულტურულ-შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა; სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისათვის მასობრივი ღონისძიებების ერთიანი პლატფორმის შექმნა.

7 მაისს, 18:00 საათზე, მეტრო "სარაჯიშვილთან" დაგელოდებათ უნივერსიტეტის ავტობუსი.

თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტებო!

გელოდებით ოლიმპიურ პარკში და ერთად გავიხალისოთ სტუდენტური ცხოვრება.