განცხადებები და ანონსები

ყურადღება: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

22 ოქტომბერი 2020

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 4 ნოემბერს 15:00 საათზე.

  • ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა) სტაჟირების ვებ გვერდის ( stajireba.gov.ge ) მთავარ გვერდზე არსებული "აქტივაციის“ პანელის დახმარებთ;
  • აქტივაცია შესაძლებელი იქნება 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან;
  • გაცნობებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამი სფარგლებში ვაკანსიის არჩევა ხდება დასწრების პრინციპით;
  • დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2 197 755