გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას.
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირება(მენეჯმენტი, მარკეტინგი);
- ტურიზმი;
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- მასობრივი კომუნიკაცია.
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- სისხლის სამართალი
- კერძო სამართალი
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 2022 წლის 12 სექტემბრიდან - 20 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
-სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
მობილობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3zumAIU