განცხადებები და ანონსები

ყურადღება: მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის იწყება რეგისტრაცია უფასო მოსამზადებელ კურსზე

1 მარტი 2019

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 15 მარტიდან იწყებს საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის უფასო მოსამზადებელ კურსს ზოგად უნარებში (მათემატიკური და ვერბალური ნაწილები).

მოსამზადებელი კურსი გასტანს 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.

თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 2 საათია.

მეცადინეობები ჩატარდება საღამოობით (16:00-დან 20:00 საათამდე).


სარეგისტრაციო ფორმა


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

მის: თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91