განცხადებები და ანონსები

ყურადღება: კონკურსი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

6 თებერვალი 2021
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის.

თქვენს პირად პროფილზე დაწერეთ პოსტი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის შესახებ. მაგალითად მის პროგრამებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე, თქვენთვის საინტერესო აქტივობებზე.

მონიშნეთ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
გამოიყენეთ #სწორიარჩევანი

დააგროვეთ რაც შეიძლება მეტი LIKE (მინიმუმ 100).

დაწესებულია სამი პრიზი ყველაზე მეტი “like” - ის მქონე კონკურსანტთათვის.

სამივე გამარჯვებულს გადაეცემა სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ 100 ლარიანი ვაუჩერი.

გამარჯვებული გამოვლინდება 7 თებერვალს, ფორუმი „სწორი არჩევან“- ის დასრულებისთანავე.