განცხადებები და ანონსები

კონკურსი გთუნის სტუდენტებისთვის: პლაგიატი ანუ მოპარული აზრები

1 ნოემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის ,,პლაგიატი ანუ მოპარული აზრები“.

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა წყაროს მითითების გარეშე სხვისი ნაშრომის ან იდეების მითვისებისა და იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც შეუძლია მომავალში შეაჩეროს პლაგიატი.

კონკურსის მოთხოვნები:

  • შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ხასიათის ესე;
  • ესეს მინიმალური მოცულობა- 500 სიტყვა;
  • ესე უნდა იყოს ორიგინალური;
  • ფასდება კრეატიულობა, იუმორი და ინდივიდუალური წერის სტილი.

კონკურსში გამარჯვებულს შეარჩევს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ პრიზები; დაწესებულია სხვადასხვა ნომინაციები.

საუკეთესო ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში

კონკურსში გამარჯვებულზე გადაიღებენ ვიდეო რგოლს.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 დეკემბერი.

ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: zoia.adamia@gttu.edu.ge

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელს ზოია ადამიას.

საკონტაქტო ტელეფონი: +(995 32) 266 15 12 (+120)

მობ.: 5(99)270746