განცხადებები და ანონსები

ყურადღება: გთუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ირლანდიელი პროფესორების ლექციათა ციკლი იწყება

26 სექტემბერი 2019

2019 წლის 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ალსტერის (ირლანდია) უნივერსიტეტის პროფესორების ჯონ კიერსისა და რაიმონდ მაკდონელის ლექციათა ციკლი იწყება.

ირლანდიელი პროფესორები გთუნის Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (პარტნიორები: გთუნი - ალსტერის უნივერსიტეტი, ირლანდია) ესტუმრებიან.

ჯონ კიერსი: "სავაჭრო სამართალი";

რაიმონდ მაკდონელი: "თვალთვალი".

ლექციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატს 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, მეორე სართული, პროფ. ინგა დიაკონიძე.

ტელ: 2 66 15 12 (+ 147)