განცხადებები და ანონსები

ყურადღება: გიწვევთ ჰანბოკის მასტერკლასზე

15 მარტი 2021

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გიწვევთ ჰანბოკის მასტერკლასზე.

მასტერკლასს ჩაატარებს: ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ სამხრეთ კორეიდან მოწვეული პედაგოგი მილან ლიი.

სამხრეთ კორეაში ცნობილი- ჰანბოკი, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში - ჩოსონოტი კორეული ტრადიციული კაბა სამოსია. ტერმინი „ჰანბოკი“, ანუ „კორეელთა ტანისამოსი“ სათავეს იღებს სამი სამეფოს პერიოდიდან (ძვ.წ. I ს. - ახ.წ. VII ს). კაბამ ბევრჯერ განიცადა სახეცვლილება, თუკი სამოსის ქვედა ნაწილი ყოველთვის ნათელ ფერებში გადაწყვეტილი მაღალწელიანი ქვედატანი იყო, ზედა ნაწილი ადრეულ პერიოდში სოციალური ფენის მიხედვით იცვლებოდა; მაღალი სტატუსის ქალბატონები გრძელ „ პალტოსებრი“ ზედა ტანით ჩნდებოდნენ საზოგადოების წინაშე, ხოლო დაბალი ფენის წარმომადგენლები უპირატესობას მოკლე ზედა სამოსს ანიჭებდნენ, რითიც უფრო ხაზს უსმევდნენ თავიანთ დედობრივ ინსტინქტს და ქალურობას. თანამედროვე სამყაროში კორეელი ქალბატონები სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ტრადიციული სამოსით ოფიციალურ შეხვედრებზე, ფესტივალებსა თუ ცერემონიალებზე.

იმისთვის რომ თქვენც შეძლოთ საკუთარი ხელით ჰანბოკის გაკეთება, მასტერკლასის დაწყებამდე მოიმარაგეთ ორი ფერადი ფურცელი, მაკრატელი და წებო.

თარიღი: 17 მარტი.

დაწყების დრო: 15:00 საათი.

მასტერკლასი ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

სამუშაო ენა: ინგლისური.

დასწრების მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია:

მასტერკლასზე დასწრებისათვის საჭირო ინფორმაციას დარეგისტრირებული პირები მიიღებენ ელ.ფოსტის საშუალებით.