განცხადებები და ანონსები

ყურადღება: გამოდის სამეცნიერო შრომათა კრებულის ახალი ნომერი

14 მაისი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის

სასწავლო უნივერსიტეტი

მოგახსენებთ, რომ იგეგმება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ყოველწლიური, მრავალდარგობრივი სამეცნიერო შრომათა კრებულის გამოცემა, რომელში წარმოდგენილი ნაშრომებიც ეძღვნება სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას.

გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთებით, ახალგაზრდა სპეციალისტების, მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციების წარმოჩენას, აკადემიური კონტაქტების გაფართოებასა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.

მსურველებს ნაშრომები შეუძლიათ წარმოგვიდგინონ მიმდინარე წლის 15 ივნისამდე ქართულ ან ინგლისურ ენაზე როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი სახით.

რეკვიზიტები:

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

მისამართი: 0101 - თბილისი, სამღერეთის N5

ტელ:/ +99532/ 2661512; 577424277

ელ-ფოსტა: likascienses@gmail.com

ვებ-გვერდი: www.gtuni.edu.ge

ნაშრომების წარმოდგენა შეგიძლიათ შემდეგ თემატიკაზე:

1. სამართალი;

2. ბიზნესი/ეკონომიკა;

3. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.


იხილეთ ნაშრომის გაფორმების წესი