განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება დამატებითი მიღება სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე!

14 სექტემბერი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ვაკანტურ ადგილებზე ცხადდება დამატებითი მიღება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • კერძო/ბიზნეს სამართალი;
  • სისხლის სამართალი.

საბუთები მიიღება 2015 წლის 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

მისაღები გამოცდები ჩატარდება:

  • სპეციალობის გამოცდა:

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 21.09.2015 წ. 10:00 სთ.

კერძო/ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 21.09.2015 წ. 13:00 სთ.

  • უცხო ენის გამოცდა:

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 22.09.2015 წ. 10:00 სთ.

კერძო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე - 22.09.2015 წ. 13:00 სთ.

ბრძანება N 01-01/75