განცხადებები და ანონსები

კონკურსი: ცოდნა ძალაა

17 ნოემბერი 2022

წმ. მეუფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით, აწყობა კონკურსს სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა“.

კონკურსის მიზანია, ახალმა თაობამ აიმაღლოს ცოდნის დონე ისეთ საკითხებში, როგორიცაა წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.

კონკურსის წესები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს;
  • გუნდი უნდა დაკომპლექტდეს ოთხი მონაწილისგან;
  • თითოეულმა გუნდმა, კონკურსის პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინოს 30 შეკითხვა ( 10 ახალი აღთქმიდან, 10 ჰაგიოგრაფიიდან, 10 საქართველოს ისტორიიდან.)

პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შემეცნებითი ტურით.

უმაღლეს სასწავლებელში გუნდის დარეგისტრირება შესაძლებელია 10 დეკემბრამდე.

გთხოვთ, მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში ან სტუდენტურ თვითმმართველობაში.

გისურვებთ წარმატებას.