განცხადებები და ანონსები

GTUNI-ს კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის: გააPRე შენი სკოლა

26 ოქტომბერი 2022

გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის!

„გააPRე შენი სკოლა“

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს (X – XII) როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.

მონაწილეთა რაოდენობა ჯგუფში არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს.


კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/kFWZ125YRsx6NGeQA
  • ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს;
  • ვიდეორგოლი შესაძლებელია გადაღებული იყოს, როგორც სამოყვარულო კამერით, ისე მობილური ტელეფონით;
  • ყველა ნამუშევრის საავტორო უფლება დაცული იქნება გთუნი-ს ადმინისტრაციის მიერ;
  • კონკურსში გამარჯვებულ გუნდს/მონაწილეს შეარჩევს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური;
  • გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • რეგისტრაციისა და ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 30.11.2022
  • საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ მისამართზე: konkursi@gttu.edu.ge

კონკურსში რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: +995 (597) 000 094

საკონტაქტო ტელეფონი: +(995 32) 266 15 12 (+127)

E-mail: konkursi@gttu.edu.ge

ვებგვერდი: www.gtuni.edu.ge