განცხადებები და ანონსები

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB) წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება Re-Direction-ის პროექტის ფარგლებში

17 მაისი 2024

Re-Direction-ის კონსორციუმის პარტნიორები პროექტის სრულყოფისა და კეთილსინდისიერებისადმი ჩვენი ვალდებულების მოტივით, ვქმნით ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (QAB), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და უზრუნველყოფს ჩვენ მიერ მიღწეული ძირითადი შედეგებისა და ზოგადი პროცესების მაღალ სტანდარტს. ჩვენ ამ პრესტიჟულ საბჭოში წევრობისათვის ვიწვევთ გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრები შეიკრიბებიან თითოეული ძირითადი შედეგის მიღწევის შემდეგ, რათა შეაფასონ ეს შედეგები. პროექტის დასასრულს ასევე დაგეგმილია ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს მიერ მიღწეული შედეგების ხარისხის კონტროლის სინთეზური ანგარიშის შექმნა.

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრების როლები და პასუხისმგებლობები

ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს წევრებს დაეკისრებათ შემდეგი მნიშვნელოვანი როლების შესრულება:

- პროექტის ძირითადი შედეგების შეფასება და დამტკიცება (მათი მიღწევის შემდეგ);

- ყველა შესრულებული სამუშაოს ხარისხის წინასწარ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის ან ხარისხის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა;

- ექსპერტული რჩევებისა და უკუკავშირის მიწოდება პროექტის სამუშაო პაკეტების გუნდებისათვის.


კონკურსზე დაშვებისა და შერჩევის კრიტერიუმები

კონკურსზე დაშვების მოთხოვნებია:

- გამოცდილება ხარისხის მართვის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის პროექტებში;

- კვალიფიკაცია განათლების, ტექნოლოგიების ან სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით;

- კეთილსინდისიერების, ობიექტურობისა და ჭეშმარიტების ეთიკური სტანდარტების ცოდნა;

- პროექტის ვადებისა და მისაღწევი შედეგების განრიგის დაცვის უნარი.


კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები:

კანდიდატები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

- შესაბამისი პროფესიული გამოცდილება;

- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ან მსგავსი ტიპის პროექტების მართვის ან ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოცდილება;

- პროექტის თემატურ სფეროებთან დაკავშირებული კვალიფიკაცია;

- მრავალფეროვან გუნდში მუშაობის უნარი.

თითოეული კანდიდატის შემთხვევაში კომისია გამოიყენებს შეფასების დეტალურ ფორმას მათი სხვადასხვა კომპეტენციის შესაფასებლად.


CV-ების წარდგენის პროცესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური Curriculum Vitae (CV) და დამატებითი დოკუმენტები (შესაძლებლობის ფარგლებში), რომლებიც ადასტურებს მათ კვალიფიკაციას. გთხოვთ, ყველა დოკუმენტი PDF ფორმატში გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: antonova@bk-con.eu და lwiedemann@karlshochschule.org.


განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 მაისი, 12.00 CET

განაცხადების წარდგენა აუცილებელია არა უგვიანეს მითითებული ვადისა. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.


კითხვები

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალბატონ ანა ანტონოვას მისამართზე antonova@bk-con.eu. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.


Announcement of Call for Quality Assurance Board (QAB) Members for the Re-Direction Project

As part of our commitment to excellence and integrity, we are establishing a Quality Assurance Board (QAB) to oversee and uphold the high standards of our deliverables and processes. We invite experienced professionals who are passionate about quality assurance in educational and social projects to apply for a position on this prestigious board. Members of the QAB will meet after the completion of each deliverable in order to evaluate it. A Synthesis Report for Quality Control of Deliverables is also planned to be delivered by the QAB by the end of the project.


Roles and Responsibilities of QAB Members

QAB members will be instrumental in:

- Evaluating and approving project deliverables (upon their completion).

- Ensuring all outputs meet or exceed set quality standards.

- Providing expert advice and feedback to project teams to foster continuous improvement.


Criteria for Eligibility and Selection

Eligibility Requirements:

- Extensive experience in quality management within projects of similar scope.

- Background in education, technology, or social sciences.

- Demonstrable ethical standards of integrity, objectivity, and truthfulness.

- Commitment to the project’s timeline and deliverable schedule.


Selection Criteria:

Applicants will be evaluated based on:

- Relevant professional experience.

- Previous roles in managing or assuring quality in EU-funded or comparable projects.

- Specific expertise related to the project's thematic areas.

- Demonstrated ability to work collaboratively within diverse teams.

The evaluation will utilize a detailed grid, which scores candidates on scale across various competencies.


Submission Process for CVs

Interested candidates should submit a detailed Curriculum Vitae (CV) and additional documents that support your application if applicable. Please ensure that all submissions are in PDF format to antonova@bk-con.eu and lwiedemann@karlshochschule.org


Deadline for Application Submissions

Application Deadline: 31 May 2024, 12 CET

Applications must be submitted no later than the specified deadline. Late submissions will not be considered.


Inquiries

For further information or any queries regarding the application process, please contact Ana Antonova at antonova@bk-con.eu. We are available to provide assistance and answer any questions you may have.

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the European Education and Culture Executive Agency can be held responsible for them.