განცხადებები და ანონსები

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი მესამე რეგიონულ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

8 თებერვალი 2016

2016 წლის 25-26 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი მესამე რეგიონული სიმპოზიუმის “საკრუიზო ტურიზმი – მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში” მონაწილეებს უმასპინძლებს.

სიმპოზიუმი ტარდება გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტის „კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ ფარგლებში.

სიმპოზიუმის მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: საკრუიზო ტურიზმი: ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები; რეგიონული ეკონომიკის განვითარების საკითხები; დესტინაციების მდგრადი განვითარების პრობლემები; მსოფლიო ტურისტული ბაზრის განვითარების პრობლემები და ტენდენციები; ტურისტული მომსახურებების ბაზრის განვითარების რეგიონული ასპექტები; ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმის სფეროში; კვალიფიციური პერსონალი ტურიზმის სფეროში - აქტუალური პრობლემები და პერსპექტივები.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი.

იხილეთ სიმპოზიუმის პროგრამა...