განცხადებები და ანონსები

გთუნის ბიბლიოთეკაში სტაჟირების გავლის მსურველთათვის ღია კონკურსი ცხადდება

6 ნოემბერი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟირების გავლის მსურველთათვის (ექვსი თვის ვადით) 2018 წლის 5 ნოემბერს ღია კონკურსი ცხადდება.

კონკურსის მონაწილეების საბუთების მიღება იწარმოოს 2018 წლის 05 ნოემბრიდან 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

კონკურსი და გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 19 ნოემბერს.

კონკურსი დასრულდება და საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 20 ნოემბერს.

ყველა კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4).

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ .....

ბრძანება