განცხადებები და ანონსები

გთუნი: უფასო მოსამზადებელი კურსი მომავალი მაგისტრებისათვის

9 მარტი 2018

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2018 წლის 16 მარტიდან იწყებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისათვის სტუდენტთა უფასო მოსამზადებელ კურსს ზოგად უნარებში (მათემატიკური და ვერბალური ნაწილები).

მოსამზადებელი კურსი გასტანს 2018 წლის 25 მაისის ჩათვლით.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მის: თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91

ელ-ფოსტა: info@gtuni.edu.ge