განცხადებები და ანონსები

გთუნი წიგნის დღე 2019 სტუმრებს მასპინძლობს

21 ივნისი 2019

ხვალ, 2019 წლის 21 ივნისს, 15:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება „წიგნის დღე 2019“.

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორების მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება:

  • „საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი“ - რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია;
  • „სამოქალაქო სააღსრულებო სამართალი“ - შალვა ქურდაძე, გიორგი ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი;
  • „ტესტები და კაზუსები სისხლის სამართლის პროცესში, არასრულწლოვანთა და მართლმსაჯულებაში და სასჯელაღსრულების სამართალში“ - ვენედი ბენიძე, დავით ბენიძე, სერგო ჭელიძე;
  • „სამართლის მეთოდები“ - გივი ლობჟანიძე;
  • „ვადები სამოქალაქო სამართალში“ - დავით სუხიტაშვილი;
  • „უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევები თეორიისა და პრაქტიკის ჭრილში“ - თამარ ჩიტოშვილი;
  • „საერთაშორისო სამართლებლივი სისტემები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ - გივი ლობჟანიძე, ჯემალ გახოკიძე, დავით ივანიშვილი, დავით ლობჟანიძე.

აღნიშნული სახელმძღვანელოები შედგენილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.