განცხადებები და ანონსები

GTUNI-ში ენებისა და კულტურის ქართულ - უკრაინული ინსტიტუტი იხსნება

2 ნოემბერი 2022

GTUNI-ში ენებისა და კულტურის ქართულ - უკრაინული ინსტიტუტი იხსნება!

ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისი დიალოგისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.

ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნას ჰიბრიდულ ფორმატში დაესწრებიან:

  • საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი;
  • უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში;
  • ქართული დიასპორის წარმომადგენლები უკრაინაში;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები;
  • თბილისის უკრაინული სკოლის დირექტორი;
  • ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის, ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის, უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტისა და ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

თარიღი და დრო: 4 ნოემბერი, 14:00 საათი.