განცხადებები და ანონსები

გთუნი: საახალწლო წვეულება - RETRO PARTY

13 დეკემბერი 2019

27 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება

საახალწლო წვეულება - RETRO PARTY.

გახსოვდეთ, ახალი წლის ღამე სასწაულების, სურვილების ასრულებისა და თანაც დროში მოგზაურობის დროა!

ერთად შევხვდეთ დამდეგ შობა-ახალ წელს და დავბრუნდეთ გასული წლების მხიარულ ატმოსფეროში.

გაითვალისწინეთ, რეტრო წვეულებაზე ჩაცმის სტილი და სპეციალური მახასიათებლები აუცილებელია!

დასაწყისი 18:00 საათზე.