განცხადებები და ანონსები

GTUNI-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ

16 იანვარი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების და სამართლის ფაკულტეტების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • მასობრივი კომუნიკაცია
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

ელექტრონულ პორტალზე ( https://students.emis.ge ) დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

მობილობის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).


ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა


ფორმის შესავსებად აუცილებელია:

1: ელ. ფოსტის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შესავსებამდე შედით ფოსტაზე

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ნიმუში

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...