განცხადებები და ანონსები

GTUNI-ს იმიტირებული გამოცდები აბიტურიენტებისთვის

1 მაისი 2022

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 ახლოვდება!

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს იმიტირებულ გამოცდებს სთავაზობს!

თუ აბიტურიენტი ხარ და გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გამოიყენე შესაძლებლობა.

- ჩაერთე და დაწერე პრე-ტესტი პროფესიონალებთან ერთად;

- პრე-ტესტის დახმარებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნაკლები სტრესი და ნერვიულობა გელოდება;

- დაწერე იმიტირებული ტესტი და მიიღე გამოცდილება;

- ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით.

იმიტირებული გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, ან ადგილზე. ინფორმაციას მიიღებთ წინასწარ.