განცხადებები და ანონსები

გთუნი: ღია კარის დღეები გრძელდება

30 ნოემბერი 2019

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები ტარდება.

დარეგისტრირდით და გაიგეთ მეტი ჩვენი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

გთუნი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოხვიდეთ ჩვენთან და გაეცნოთ სასწავლო გარემოს, შეხვდეთ უნივერსიტეტის მენეჯმენტს, გაიგოთ ყველაფერი დაფინანსების სისტემის, გადახდებისა და სპეციალურად აბიტურიენტებისათვის მომზადებული განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზებების თაობაზე.

დარეგისტრირდი, მოდი უნივერსიტეტში და მიიღე შენთვის სასურველი ინფორმაცია.

ჩვენი მისამართია: თბილისი, სამღერეთის ქ. 5