განცხადებები და ანონსები

GTUNI აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

30 მარტი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: . თბილისი

ძირითადი მოვალეობები და სავალდებულო კომპეტენციები:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება:
  • საქართველოში წარმოდგენილ უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საელჩოებთან, საინფორმაციო ცენტრებთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება;
  • პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების ქსელის შექმნა და გაფართოება. ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავება და მემორანდუმების გაფორმება;
  • არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, საწავლებლად გამოცხადებული/არსებული ფონდების, გრანტების, სტიპენდიების და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სტუდენტების ინფორმირება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება, სამუშაო/კულტურული პროგრამების შემუშავება/რეალიზება;
  • საერთაშორისო მივლინებებისა და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება/განხორციელება;
  • წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საზღვარგარეთან/და საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება);
  • უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე/CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gttu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ: www.gttu.edu.ge