განცხადებები და ანონსები

გთსუ ONLINE განათლების ფორუმში იღებს მონაწილეობას

3 თებერვალი 2021
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ჩაერთო „კარიერული განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ONLINE განათლების ფორუმში „სწორი არჩევანი“.

ფორუმზე საშუალება გექნებათ:

  • გაიგოთ მეტი განათლების სფეროში არსებული სიახლეების თაობაზე;
  • დაესწროთ თქვენთვის საინტერესო უფასო ვებინარებს;
  • აღმოაჩინოთ უამრავი ფასიანი და უფასო სასწავლო პროგრამა, რომელთა შესახებაც აქამდე არ გსმენიათ;
  • გაიცნოთ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები;
  • ჩაერთოთ გათამაშებაში და მიიღოთ პრიზები.
ფორუმი ტარდება 5, 6 და 7 თებერვალს.

ფორუმზე რეგისტრაცია უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფორუმზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: