განცხადებები და ანონსები

GIU-ში მობილობის მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს

28 ივლისი 2023

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთათვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო!

გადმოდი მობილობით, ჩვენთან უკეთესია!

რატომ?

  • სწავლის გადასახადი სემესტრში მხოლოდ 900 ლარი;
  • თანმხვედრი საგნების სრული აღიარება;
  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;
  • მორგებული სასწავლო გრაფიკი;
  • გაცვლითი პროგრამები, დასაქმება და ანაზღაურებადი სტაჟირება საზღვარგარეთ.

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2023 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.


მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

- განცხადება (რექტორის სახელზე) (განცხადების ფორმა)

- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- პირადობის მოწმობის ასლი;

- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

-სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ...


მობილობის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა


ფორმის შესავსებად აუცილებელია:

1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ფორმა.