განცხადებები და ანონსები

GIU-ს სტუდენტური კონფერენცია 2024

29 მარტი 2024

2024 წლის 5 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ტარდება სტუდენტური კონფერენცია - 2024.

კონფერენციის თემატიკა:

  • სოციალური და ეკონომიკის მეცნიერებები: ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტიკის მეცნიერებები, ეკონომიკა და სხვა.
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია და სხვა.


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 აპრილი.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

ფორმატი: Offline

კონფერენცია გაიმართება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში.

მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითის ქ. N 5.

  • მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

  • კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს.

კონფერენციამდე მინიმუმ 10 დღით ადრე, მომხსენებლებმა უნდა გამოაგზავნონ სრული მოხსენება.

კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 10 მაისისა.

რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/Nx9DHFziVrQgm1rw8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს:

ელ.ფოსტა: research@giu.edu.ge