განცხადებები და ანონსები

GIU-ს ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის: მე აბიტურიენტი

7 მაისი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ფოტოკონკურსს: ,,მე აბიტურიენტი”.

თუ აბიტურიენტი ხარ და გსურს ჩაერთო სახალისო, კრეატიულ და ახალი იდეებით დატვირთულ ფოტოკონკურსში, გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პირობებს:

- ფოტო უნდა იყოს ფერადი;

- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 2024 წლის აბიტურიენტებს;

- საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;

- ფოტოს გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით (მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და სხვ.);

- თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო;

- ფოტო უნდა იყოს ჰორიზონტალური ფორმის;

- წარმოდგენილ ფოტოზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ კონკურსანტს (არ უნდა იყოს ინტერნეტიდან აღებული ფოტო და ა.შ.);

- ჯგუფური ნამუშევარი არ მიიღება (ნამუშევარი უნდა იყოს ინდივიდუალური და არა ჯგუფური).

საკონკურსო ფოტოები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტით: marketing@giu.edu.ge

გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ:

- თქვენი სახელი და გვარი

- მობილური ტელეფონის ნომერი

- ელექტრონული ფოსტის მისამართი

- ფოტოს სათაური და მისი აღწერა

კონკურსანტი, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში (მათ შორის ფოტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაზე).

ფოტოები 27 მაისს განთავსდება უნივერსიტეტის Facebook გვერდზე.

10 ივნისს გამოვლინდება 5 საუკეთესო ფოტოს ავტორი, რომელთაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები. 3 ნამუშევარი აირჩევა სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი მოწონებით, ხოლო 2 ნამუშევარი – უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრების მიერ.


დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: +995 599 582 961