განცხადებები და ანონსები

GIU ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციური სამიტის მონაწილეებს მასპინძლობს

23 აპრილი 2024

17 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში, საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართება ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციური სამიტი“.

ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კვირეულის - ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში.

სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და ასევე, აბიტურიენტებს.

რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/DcSFQyGHEHsaByo89

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 10 მაისისა.

ფორმატი: Offline

სამიტი ჩატარდება 2024 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში.

რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე.

მისამართი: საქართველო, 0101 თბილისი, სამღერითისქ. N 5.

სამიტის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტებს სამიტში მონაწილეობის თაობაზე ეცნობებათ არაუგვიანეს 20 მაისისა.

დაწვრილებითი ინფორაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge