განცხადებები და ანონსები

GIU აცხადებს კონკურსს შიდა საგრანტო პროექტზე: ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები

10 ივნისი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს კონკურსს შიდა საგრანტო პროექტზე სახელწოდებით

„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები“

შიდა საგრანტო კონკურსის მიზანია:

  • კვლევის, ინოვაციებისა და კრეატიულობის წახალისება და მხარდაჭერა;
  • თანამედროვე მაღალი სტანდარტების დარგობრივი ან/და ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელება და შედეგების გავრცელება;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა, აგრეთვე სტუდენტთა მოტივირებისა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო რეცენზირებად, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა.

შიდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5 000 ლარს.

მიზნობრივი პროექტების განხორციელების ვადები განისაზღვრება პროექტის შინაარსიდან გამომდინარე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • განცხადება რექტორის სახელზე (თანდართული ფორმის შესაბამისად); საპროექტო განაცხადი(დანართი 1.);
  • პროექტის აღწერა (დანართი2.);
  • პროექტის განხორციელების გრაფიკი(დანართი3.);
  • პროექტის ბიუჯეტი(დანართი4.);
  • პროექტში მონაწილეობის თანხმობის წერილი(დანართი5.)
  • ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო დოკუმენტაციის ბეჭდური და ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს უნივერსიტეტის კანცელარიაში;
  • საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდგომ, დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამისი მიმართულების საკონკურსო კომისიას;
  • კონკურსის ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება განხილვას არ ექვემდებარება

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას:

პროექტის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 10 ივნისიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

პროექტი შეგიძლიათ წარმოადგინოთ უნივერისტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, სამღერეთის ქ. 5.

და/ან გამოაგზავნოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრში ელ. ფოსტაზე: research@giu.edu.ge


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს

ელ. ფოსტაზე: research@giu.edu.ge